უნივერსალი - CEM II 42,5N

უნივერსალი - CEM II 42,5N

პროდუქტის გამოყენება
  • მაღალი სიმტკიცის (B 25 კლასისა და ზემოთ) ხანგამძლე ბეტონის წარმოება
  • მასიური ფუნდამენტების მოწყობა და გარე კედლების მონოლითური კონსტრუქციების მშენებლობა
  • სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ფართო სპექტრის ჩატარება
  • წვრილი ცალობრივი ნაკეთობების (ფილა, ბორდიური და სხვა), ასევე ბეტონისაგან დამზადებული საავტორო,    დიზაინერული ნამუშევრების (ავეჯისა და დეკორის ელემენტები) წარმოება
  • საშუალებას გვაძლევს: შევამციროთ ყალიბის მოხსნის ვადები, გავზარდოთ ყალიბების ბრუნვადობა წვრილი ცალობრივი ნაკეთობების დამზადებისას, შევამციროთ მშენებლობის ვადები კონსტრუქციის მნიშვნელოვნად ხარისხის შეუმცირებლად
პროდუქტის უპირატესობები
  • მაღალი ადრეული სიმტკიცე კუმშვაზე (22-24 მპა 2 დღე-ღამის განმავლობაში, რაც საშუალოდ 10-12 მპა-ტ მეტია მოცემული კლასის სიმტკიცის მქონე სწრაფად გამაგრებადი ცემენტის სტანდარტით დადგენილ საჭირო მინიმუმზე).
  • მაღალი საბოლოო სიმტკიცე კუმშვაზე 28-ე დღეს, რაც რამდენიმე მპა-ით აღემატება 42,5 კლასის ცემენტისთვის დადგენილ სტანდარტებს
  • ბეტონის ხსნარის ნარევით მუშაობისას მოხერხებულობა მაღალი შეჭიდებადობის და ერთგვაროვნების ხარჯზე
  • გაუმჯობესებული მოსახერხებელი დადებადობა და დროში თვისებების შენარჩუნება
  • ყალიბის მთელ მოცულობაზე, ბეტონის ნარევის ადვილად განაწილებადობა
  • მოსაბათქაშებელი სამუშაოებისას ზედაპირთან მაღალი მოჭიდებადობა
  • დაბალი ჰიდროტაციის ტემპერატურა, მაღალი საბოლოო სიმტკიცის შენარჩუნებით
  • ეკოლოგიურად სუფთა ცემენტი
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

 ცემენტის ქიმიური შემადგენლობა მავნე ნივთიერებების შემცველობის თვალსაზრისით სრულად შეესაბამება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ნორმატივებს, რომლებიც მოეთხოვება მოცემული სამშენებლო მასალის ხარისხს.ცემენტით მუშაობისას აუცილებელია მოვერიდოთ თვალებთან და კანთან მის კონტაქტს, არ შევისუნთქოთ მტვერი და ვისარგებლოთ შესაბამისი დამცავი ტანსაცმლით, ხელთათმანებით, თვალებისა და სახის დამცავით.