By in
377
2019 წლის პირველი კვარტლის შეჯამება

2019 წლის პირველი კვარტლის შეჯამება

კომპანიამ 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები 2018 წელთან მიმართებაში მკვეთრად გააუმჯობესა. მიმდინარე წლის გაყიდვების მოცულობა 20%-ით გაიზარდა წინა წელთან მიმართებაში. კომპანიის მენეჯმენტი ამ მოვლენას დადებითად აფასებს, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა. 2018 წლის მანძილზე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად სისტემატურად ვანხორციელებდით პროდუქტების ხარისხის კონტროლს და ამავდროულად სერვისის მაქსიმალურად, ოპერატიულად უზრუნველყოფას. სწორედ პროდუქტის მაღალმა ხარისხმა და სწრაფად მომხმარებელზე მიწოდებამ განაპირობა, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა. შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ საცალო ქსელის, დიდი სამშენებლო კომპანიების, ნდობის ფაქტორი ლაფარჟ ჯორჯიას მიმართ მკვეთრად გაზრდილია.

 ჩვენი გუნდი 2019 წლის მომდევნო კვარტლებში შედეგების ზრდას ელის და დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რათა უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის ევროპული ცემენტის პროდუქტების მიწოდება ბაზარზე მომხმარებლებისთვის.

54321
(0 votes. Average 0 of 5)