ლაფარჟჰოლციმის მენეჯმენტის საკადრო ცვლილება

ბაზარზე ორიენტირებული და აქტიური მენეჯმენტის ორგანიზაციის გაძლიერების პროცესში, LafargeHolcim ავითარებს მის საკანონმდებლო და იურიდიულ ფუნქციებს აღმასრულებელ კომიტეტში. გარდა ამისა, კორპორატიული ბიზნეს ფუნქციის ზრდა და განხორციელება ორგანიზებული იქნება სამ ცენტრში.

ფელიციანო გონსალეს მუნოზი, HR განყოფილების უფროსი, დაინიშნა აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. ესპანეთის მოქალაქე 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა კომპანიის HR განყოფილების წამყვან თანამდებობებზე. იგი ყურადღებას გაამახვილებს მაღალკვალიფიციური კულტურისა და ტალანტების გლობალურ განვითარებაზე.

კეით ქარი, იურიდიული და შესაბამისობის საკითხების განყოფილების უფროსი დაინიშნა აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. ბრიტანეთის მოქალაქე, ის შეუერთდა LafargeHolcim -ს 2017 წელს და მისი ამ თანამდებობაზე წარდგენა პასუხობს კომპანიის მიდგომას ერთიანობის და შესაბამისობის კულტურის შემდგომი განვითარების კუთხით.

კორპორაციული ზრდისა და განვითარების ფუნქციას ამჟამად ხელმძღვანელობს ურს ბლეიხი. ეს ფუნქცია სრულყოფის სამ ცენტრში იქნება ორგანიზებული, რომლებიც პირდაპირვალდებულნი იქნებიან რეგიონალური ხელმძღვანელების წინაშე. ეს გამოიწვევს უფრო აქტიურ ორგანიზაციას, ბაზართან კიდევ უფრო დაახლოვებას და ძლიერი გლობალური პლატფორმის შექმნას საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.

ურს ბლეიხმა გადაწყვიტა გადადგეს აღმასრულებელი კომიტეტის წევრის მისი ამჟამინდელი პოზიციიდან. იგი ხელს შეუწყობს ახალ ორგანიზაციაში გადასვლას და პასუხისმგებელი იქნება შერჩეულ ინიციატივებზე.

ცვლილებები 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

იან იენიში, აღმასრულებელი დირექტორი: ,,დიდი სიამოვნებით მივესალმები კეითს და ფელიციანოს აღმასრულებელ კომიტეტში. ეს დანიშვნები ხაზს უსვამს ჩვენს ორიენტირებას ხალხსა და ერთიანობაზე და საშუალებას მოგვცემს, ვუზრუნველყოთ კარგი ბალანსი მხარდაჭერის ფუნქციებსა და ბიზნეს ოპერაციებს შორის ჯგუფის მენეჯმენტში. კორპორაციული ფუნქციების ცვლილება მათ კიდევ უფრო აახლოვებს ბაზრებთან და ხელს უწყობს შესრულების და ინოვაციების მძლავრი კულტურის ჩამოყალიბებას. “

აღნიშნული ცვლილებების შედეგად LafargeHolcim-ის ჯგუფის მენეჯმენტი შედგება შემდეგი წევრებისგან:

  • იან ინიში, აღმასრულებელი დირექტორი
  • ჯერალდინ პიკო, აღმასრულებელი დირექტორი
  • მარსელ გობუზი, ევროპის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
  • მილიან გუტოვიჩი, აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
  • მარტინ კრიეგნერი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
  • ოლივერ ოსვალდი, ლათინური ამერიკის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
  • რენე ტიბოლტი, ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
  • ფელიციანო გონსალესი, HR განოფილების უფროსი
  • კეით ქარი, იურიდიული და შესაბამისობის საკითხების განყოფილების უფროსი