პარტნიორების ვიზიტი

2018 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა ლაფარჟჰოლციმის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა კომპანიის მომავალი წლის სტრატეგია და განსახორციელებელი აქტივობები, რაც მოიცავს გაყიდვების გაზრდას, წარმოების და ლოჯისტიკის ოპტიმიზაციას, ასევე ანალიზი გაუკეთდა სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.