პარტნიორის ვიზიტი საქართველოში

2019 წლის თებერვლის თვეში საქართველოში, ქ. თბილისში, განხორციელდა ლაფარჟჰოლციმის წარმომადგენლის Franqois Bosci -ს ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ანაკლიაში მიმდინარე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ასევე დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. Franqois Bosci-მა ღიად დააფიქსირა, რომ ჯგუფი სრულიად უზრუნველყობს საქართველოში უმაღლესი ხარისხის ინერტული მასალების სტაბილურ მოწოდებას.

ასევე, ლაფარჟჰოლციმის წარმომადგენლებმა განახორციელეს შემდეგი სამუშაოები: თანამშრომლების ტრენინგი უსაფრთხოების წესების დაცვის მიმართულებით და ბეტონის ქარხნის ხარისხის კონტროლი.