მომავლის სამშენებლო მასალები

ბეტონს გააჩნია ხანგრძლივი, 2,000 წელზე მეტი ხნის ისტორია. თუმცა, როგორი იქნება მომავლის ბეტონი და როგორ შეცვლის იგი ჩვენი მშენებლობის მეთოდებს? კითხვაზე გვიპასუხებს LafargeHolcim-ის კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ედელიო ბერმეხო. შეკითხვა: რა განსხვავება იქნება „მომავლის სამშენებლო მასალებსა“ და არსებულ მასალებს შორის? პასუხი:ცემენტმა და ბეტონმა მცირედი ცვლილება განიცადეს ასწლეულების განმავლობაში. თუმცაღა, მოცემული დროისათვის ჩვენ ვიმყოფებით სამშენებლო […]

სტრატეგია 2022 – “მშენებლობა ზრდისთვის”

ლაფარჟჰოლციმის ახალი სტრატეგია 2022 – „შენებლობა ზრდისთვის“ მიზნად ისახავს მოგების სტიმულირებას და ბიზნესის გამარტივებას დაინტერესებული მხარეებისთვის მდგრადი ანაზღაურებისა და მიმზიდველი ღირებულების უზრუნველყოფის მიზნით. სტრატეგია 2022 – “მშენებლობა ზრდისთვის” ლაფარჟ ჰოლციმის ბაზრის ტენდენციების სრულად გათვალისწინებით შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც ემსახურება ლაფარგჰოლციმის, როგორც კომპანიის უნიკალურ სიძლიერეს, მიზნად ისახავს მომგებიანობის ზრდას და ბიზნესის გამარტივებას, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდონ სტაბილური […]

ლაფარჟჰოლციმი ხელს უწყობს სანტორინის პორტის აღდგენას

სანტორინის კუნძული არის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ეგეოსის ზღვაში, რომელიც, ახლოსაა ლეგენდარულ ქალაქ ატლანტასთან. ათინიოსი, კუნძულის ერთადერთი ნავსადგური, რომელმაც განიცადა ოპერაციული პრობლემები, რაც მოითხოვს ფართო რეკონსტრუქციას. ხმელთაშუა ზღვის კუნძულების მრავალი ნავსადგურის მსგავსად, ათინიოსი პატარა ნავსადგურია და ცდილობს გაუმკლავდეს სანტორინის აყვავებულ ტურისტულ ინდუსტრიას. შესაბამისად, 8.4 მილიონი ევროს აღდგენის პროექტი, რომელიც მიენიჭა სამშენებლო კომპანია […]

ქუთაისის შემოვლითი გზა

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ცემენტის მოხმარებით, აღნიშნულ სამუშაოს კომპანია შპს „აკორდი“ და შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს. ახალი 2 ზოლის აშენებით , ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. „ეს გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ფუნქციონირება […]

ეკო კვარტალი მონაკოში

მონაკოს სამთავროს საზღვაო ურბანიზაციისთვის გამოყენებული 18 კესონის მწარმოებელი გიგანტური სამშენებლო ობიექტი 2017 წლის სექტემბერში ამოქმედდა. ამ განსაკუთრებული სამშენებლო ობიექტისთვის, „Bouygues Construction“-მა ბეტონის შემუშავებისა და ძალზედ სპეციფიური განსახორციელებელი ლოჯისტიკისა და ტექნიკური მხარდაჭერის განსაზღვრისთვის „LafargeHolcim“-ს მიმართა. ამ უნიკალური პროექტისთვის, რომელიც 2019 წლის მარტამდე გრძელდებოდა საჭირო იყო მნიშვნელოვანი ადამიანური და მატერიალური რესურსები.

ცემენტის ქარხნის ტექნიკური აუდიტი

2019 წლის 17 ივნისს განხორციელდა ჰოლციმ აზერბაიჯანის და ლაფარჯჰოლციმის ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტი, ვიზიტის მიზანი გახლდათ ქ. ფოთში, ცემენტის ქარხანაში ექსპლუატაციის დროს სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება და ქარხნის დანადგარების ტექნიკური დათვალიერება. აღსანიშნავია რომ გაყიდვების გაზდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებლად მოითხოვს ტექნიკური მომსახურების დეტალურ დაგეგმარებას. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს ცემენტის დივიზიონის სამუშაო პროცესი, ასევე აღნიშნეს, რომ ქარხნის ტექნიკური […]

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ცემენტის მოხმარებით, აღნიშნულ სამუშაოს კომპანია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად […]

2019 წლის პირველი კვარტლის შეჯამება

კომპანიამ 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები 2018 წელთან მიმართებაში მკვეთრად გააუმჯობესა. მიმდინარე წლის გაყიდვების მოცულობა 20%-ით გაიზარდა წინა წელთან მიმართებაში. კომპანიის მენეჯმენტი ამ მოვლენას დადებითად აფასებს, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა. 2018 წლის მანძილზე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად სისტემატურად ვანხორციელებდით პროდუქტების ხარისხის კონტროლს და ამავდროულად სერვისის მაქსიმალურად, ოპერატიულად უზრუნველყოფას. სწორედ პროდუქტის მაღალმა ხარისხმა და სწრაფად […]

მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა

საქართველოში, ქ. თბილისში 11 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით გაიმართა მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა, სადაც “Lafarge Georgia”-მ წარმოადგინა სამშენებლო მასალები: ცემენტი და ბეტონი. Caucasus Build არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული ინდუსტრიული ღონისძიება ქვეყანაში და მთელ კავკასიის რეგიონში. მისი არსებობის ორი ათეული წლის განმავლობაში, მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა ჩამოყალიბდა, როგორც კარგად დამკვიდრებული და აღიარებული […]

პარტნიორის ვიზიტი საქართველოში

2019 წლის თებერვლის თვეში საქართველოში, ქ. თბილისში, განხორციელდა ლაფარჟჰოლციმის წარმომადგენლის Franqois Bosci -ს ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ანაკლიაში მიმდინარე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ასევე დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. Franqois Bosci-მა ღიად დააფიქსირა, რომ ჯგუფი სრულიად უზრუნველყობს საქართველოში უმაღლესი ხარისხის ინერტული მასალების სტაბილურ მოწოდებას. ასევე, ლაფარჟჰოლციმის წარმომადგენლებმა განახორციელეს შემდეგი სამუშაოები: თანამშრომლების ტრენინგი უსაფრთხოების წესების დაცვის […]