2018 წლის შედეგებით GCC საქართველოს ცემენტის ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს

ქვეყანაში 2019 წლისთვის დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცემენტის მწარმოებლების როლი მნიშვნელოვანია. დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვს მაღალი ხარისხის ცემენტის პროდუქციას, რომელსაც Lafarge/GCC სრულიად უზრუნველყობს. 2018 წლის მონაცემებით კომპანიამ საქართველოს ცემენტის ბაზარზე გაყიდვების მასშტაბით რიგით მეორე მსხვილი მოთამაშის პოზიცია დაიკავა. 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს მოცულობების ზრდას, ასევე სერვისის გაუმჯობესებას, რათა უფრო მეტად უზრუნველყოს […]

ლაფარჟჰოლციმმა მოიპოვა კონტრაქტები პარიზში ევროპის უდიდესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტისთვის

ლაფარჟჰოლციმმა მოიპოვა 110 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი კონტრაქტები Grand Paris Express (GPE) პროექტის ფარგლებში. GPE წარმოადგენს უდიდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს ევროპაში და მოიცავს დაახლოებით 38.5 მილიარდი ევროს ინვესტიციას. პროექტი დააკმაყოფილებს ქალაქის მზარდ მოთხოვნებს გაუმჯობესებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და მოამზადებს პარიზს 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის. GPE -ს მიერ დაგეგმილი ახალი რკინიგზის 200 კილომეტრის და 68 ახალი რკინიგზის […]

ლაფარჟჰოლციმი ანხორციელებს ორი ახალი კომპანიის მიერთებას

2019 წლის 1 თებერვალს ლაფარჟჰოლციმმა კოლორადოში შეიძინა სამშენებლო მასალების წამყვანი მიმწოდებელი კომპანიის“Transit Mix Concrete” შვილობილი კომპანია “Continental Materials Corporation”, აღნიშნული გარიგება გააუმჯობესებს ლაფარჟჰოლციმის პოზიციას აშშ-ს სამშენებლო მასალების დინამიურად მზარდ ბაზარზე. გარიგების მიხედვით, ლაფარჟჰოლციმის მფლობელობაში გადადის შვიდი ბეტონის ქარხანა და ქვიშის კარიერი. Transit Mix-ში დასაქმებულია 180-ზე მეტი თანამშრომელი. 2019 წლის იანვარში, ლაფარჟჰოლციმმა შეიძინა ჩრდილოეთ გერმანიაში Alfons […]

უნიკალური პროექტის მხარდაჭერა ბაღდადში

ლაფარჟე ერაყი ამაყობს რომ 150000 მ3 სპეციალური ბეტონს მიაწვდის ერაყის ცენტრალური ბანკის (CBI) მშენებლობისთვის. CBI არის ოთხი წლის პროექტი, რომლის სიმაღლე 172 მეტრია, იგი მსოფლიოში ცნობილი ერაყელი დიზაინერის ზაჰა ჰადიდის ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია. ახალი CBI- ს მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და ლაფარჟე ერაყი ბეტონის ექსკლუზიური მიმწოდებელია, , კომპანიის გენერალური დირექტორი ხალედ ელ დოკანი აღნიშნავს რომ ეს […]

2019 წლის სეზონისთვის მზადყოფნა

გაცნობებთ, რომ ქარხანაში წარმატებით დასრულდა საწარმოო ხაზის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: მტვრის ფილტრაციის სისტემის განახლება, სასაწყობე შენობის გადიდება, კონვეერების სისტემის შეკეთება, H&S ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების სისტემის განახლება, ლაბორატორიული დანადგარების და სასწორების კალიბრაცია. ასევე მოხდა საწარმოო სისტემის სრული დასუფთავება. აღნიშნული სამუშაოები კეთდება ყოველი წლის დასაწყისში, იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის შენარჩუნებული იყოს მაღალი ხარისხის სერვისი, როგორც […]

ლაფარჟჰოლციმის მენეჯმენტის საკადრო ცვლილება

ბაზარზე ორიენტირებული და აქტიური მენეჯმენტის ორგანიზაციის გაძლიერების პროცესში, LafargeHolcim ავითარებს მის საკანონმდებლო და იურიდიულ ფუნქციებს აღმასრულებელ კომიტეტში. გარდა ამისა, კორპორატიული ბიზნეს ფუნქციის ზრდა და განხორციელება ორგანიზებული იქნება სამ ცენტრში. ფელიციანო გონსალეს მუნოზი, HR განყოფილების უფროსი, დაინიშნა აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. ესპანეთის მოქალაქე 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა კომპანიის HR განყოფილების წამყვან თანამდებობებზე. იგი ყურადღებას გაამახვილებს […]

ლაფარჟეს მიერ წარმოებული პანელებით “NIKE”-ს სათაო ოფისი შენდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში “Nike”-ს სათაო ოფისის მშენებლობისთვის “Lafarge”-ს მიერ წარმოებული პანელები იგზავნება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად განხორციელებული წარმატებული პროექტებით.

პარტნიორების ვიზიტი

2018 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა ლაფარჟჰოლციმის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა კომპანიის მომავალი წლის სტრატეგია და განსახორციელებელი აქტივობები, რაც მოიცავს გაყიდვების გაზრდას, წარმოების და ლოჯისტიკის ოპტიმიზაციას, ასევე ანალიზი გაუკეთდა სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ქ. ბათუმში, 5* სასტუმროს მშენებლობა ლაფარჟეს ცემენტით მიმდინარეობს

“ალიანს ჯგუფის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის, ქ. ბათუმში, 5* სასტუმრო “მარიოტი”-ს მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. აღნიშნული პროექტი მარაგდება შპს “საქართველოს ცემენტის კომპანიის” პროდუქციით კერძოდ ცემენტით. სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

ფრანგი პარტნიორების ვიზიტი

ქალაქ ლიონიდან, LafargeHolcim-ის ტექნიკური ცენტრიდან გვეწვია ჯგუფი, ჩვენთან ბეტონის ქარხანაში ისინი გაეცნენ მიმდინარე პროცესებს, ბეტონის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, რათა ჩვენი მეთოდები კიდევ უფრო ახლოს იყოს ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს სხვადასხვა ტესტები იმ მასალებზე რითაც ვამზადებთ ბეტონს და შევიმუშავეთ ევროპული სტანდარტების ხარისხის კონტროლის სტრატეგია.