CEM III/A-S 42,5 N

CEM III/A-S 42,5 N

პროდუქტი

განკუთვნილი მაღალ მარკიანი ბეტონებისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთ სამუშაოებში, სადაც ბეტონი კავშირშია აგრესიულ გარემოსთან (მარილიანი წყლები, სულფატების შემცველი წყლები, მაღალი ქიმიური ელემენტების შემცველი წარმოებების მშენებლობისას). ასეთ სპეც ცემენტს უნდა გააჩნდეს თვისება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე ზემოქმედებას. ამ ცემენტის დამზადებისთვის გამოიყენება აქტიური დანამატი-გრანულირებული წიდა, რომლის წილი ცემენტში აღემატება 35%-ს. გამოიყენება ნებისმიერი მშენებლობისთვის სადაც მოთხოვნილია სულფატომედეგობა, შეზღუდული ჰიდროტაციის ტემპერატურა და არის ალბათობა სილიკა-ტუტების რეაკცია. 

გამოიყენება
  • საზღვაო ნაგებობები, ნაპირსამაგრი სამუშაოები
  • ჰიდრონაგებობები, ჰესები
  • მიწისქვეშანაგებობები
  • დიდი მასის ბეტონის ჩასხმა