logo
ENG
menu icon
ჩვენ შესახებ
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ დაარსდა 2012 წელს და გახდა ფრანგული კომპანა Lafarge-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. 2015 წელს Lafarge გაერთიანდა შვეიცარულ კომპანია Holcim-თან, რის შედეგად შეიქმნა LafargeHolcim — მსოფლიოში ლიდერი ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოებაში.
2017 წელს ქ. ფოთში წარმატებით გაიხსნა ჩვენი თანამედროვე ცემენტის ქარხანა, რომელიც აღჭურვილი ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით, სრულად ავტომატიზირებული და ხარისხის კონტროლის სისტემებით. კომპანია ზრუნავს თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე და მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებაზე.

ბეტონის წარმოება
2016 წელს ქ. თბილისში დაიწყო შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი“-ს
ბეტონის წარმოება. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ მზა ბეტონს, რომელიც:
logo


ამცირებს CO₂-ის გამოყოფას;
ზრდის შენობების ენერგოეფექტურობას;
ოპტიმიზირებს ხარჯებს და მშენებლობის სიჩქარეს;
უზრუნველყოფს მაღალი ესთეტიკურ და არქიტექტურულ ხარისხს;
GBC ბეტონის დივიზიონი გთავაზობთ ბეტონს:
მაღალი სიმტკიცის რკინაბეტონის კონსტრუქციებისთვის: საძირკვლები, სვეტები, კედლები, სართულშუა გადახურვები;
გზები და ესტაკადები;
ხიდები და გვირაბები;
ბარდიულები;
მოსამზადებელი სამუშაოები.
about image
ჩვენი კომპანია

„საქართველოს ცემენტის კომპანია“ და „ჯორჯიან ბეტონ კომპანი“ წარმოადგენენ ცემენტის და ბეტონის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლებს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ევროპული სტანდარტებით დამზადებულ, მაღალი ხარისხის ცემენტსა და ბეტონს, რაც სრულად პასუხობს თანამედროვე სამშენებლო მოთხოვნებს. წარმოების პროცესები დაფუძნებულია ენერგოეფექტურობაზე, ხარჯების შემცირებასა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე.

icon

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებებით ხელი შევუწყოთ სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
მიზნად გვაქვს დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ხარისხიანი, გამძლე და ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნაში.
check უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება
check მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა
check მდგრადი პრაქტიკების ხელშეწყობა
check ინდუსტრიაში ინოვაციების დანერგვა
icon

ჩვენი საქმიანობა

"საქართველოს ცემენტის კომპანია" არის სანდო პარტნიორი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მრავალი მსხვილი პროექტისათვის — გზების, ხიდების, ჰესების, სტადიონების, საცხოვრებელი და საოფისე შენობების მშენებლობაში. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.
check ინდუსტრიაში ხარისხის სტანდარტების დადგენა
check მდგრადი მშენებლობის პრაქტიკების წარმართვა
check საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება
check გრძელვადიანი პარტნიორობების აშენება
icon

50+

დასრულებული პროექტი
icon

10+

წლიანი გამოცდილება
icon

1000+

კმაყოფილი კლიენტი
icon

1M+

ტონა წარმოებული
დისტრიბუცია და პარტნიორობა
ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში — ძლიერი სადისტრიბუციო ქსელისა და პარტნიორული ურთიერთობების წყალობით.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ სტაბილურ მიწოდებას, მოქნილ ლოჯისტიკას და მომსახურების მაღალ სტანდარტს.
ხარისხი და უსაფრთხოება
„საქართველოს ცემენტის კომპანია" მკაცრად იცავს საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმებს.
წარმოებაში დანერგილია თანამედროვე მართვის სისტემები და რეგულარული აუდიტი, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის საიმედოობასა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას.

ჩვენ ვქმნით საფუძველს ქვეყნის განვითარებისთვის — მდგრადი, ინოვაციური და სანდო სამშენებლო მასალებით.