CEM I 42,5R

CEM I 42,5R

პროდუქტის გამოყენება

მაღალი სიმტკიცის მქონე ცემენტი, რომელიც გაკუთვნილია მაღალ მარკიანი ბეტონებისთვის და უზრუნველყობს ყალიბის ადრინდელ მოხსნას.

გამოიყენება გზების, ასაფრენი ბილიკების, ხიდების, მაღლივი შენობების ასაშენებლად.

ეს პროდუქტი გამოირჩევა დაბალი ტუტიანობის შემცველობით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ბეტონის წარმოებისთვის. ვინაიდან ტუტები ხელს უწყობს ცემენტის ქვის კოროზიას და შემდგომში ბზარების წარმოქმნას, რეკომინდირებულია ტუტების ნორმირება ცემენტში 0,6-1,0%-მდე, რასაც ჩვენგან წარმოებული ეს პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს.

პროდუქტის თვისებები
  • მაღალი ადრინდელი სიმტკიცე – საშუალოდ კუმშვაზე 28 მპა. ეს მაჩვენებელი ორი დღის ვადაზე 5 მპა აღემატება სტანდარტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნას.
  • მაღალი საბოლოო სიმტკიცე – საშუალოდ კუმშვაზე 57 მპა. ეს მაჩვენებელი 28 დღის ვადაზე 14,5 მპა აღემატება  სტანდარტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნას.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ცემენტის ქიმიური შემადგენლობა მავნე ნივთერებების შემცველობის თვალსაზრისით სრულად შეესაბამება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ნორმატივებს, რომლებიც მოეთხოვება მოცემული სამშენებლო მასალის ხარისხს.