CEM II/A-L 42,5R

პროდუქტის გამოყენება

მაღალი სიმტკიცის (B 25 კლასისა და ზემოთ) ხანგამძლე ბეტონის წარმოება

მასიური ფუნდამენტების მოწყობა და გარე კედლების მონოლითური კონსტრუქციების მშენებლობა

სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ფართო სპექტრის ჩატარება

წვრილი ცალობრივი ნაკეთობების (ფილა, ბორდიური და სხვა), ასევე ბეტონისაგან დამზადებული საავტორო, დიზაინერული ნამუშევრების (ავეჯისა და დეკორის ელემენტები) წარმოება
საშუალებას გვაძლევს: შევამციროთ ყალიბის მოხსნის ვადები, გავზარდოთ ყალიბების ბრუნვადობა წვრილი ცალობრივი ნაკეთობების დამზადებისას, შევამციროთ მშენებლობის ვადები კონსტრუქციის მნიშვნელოვნად ხარისხის შეუმცირებლად

პროდუქტის უპირატესობები
  • მაღალი ადრეული სიმტკიცე კუმშვაზე (22-24 მპა 2 დღე-ღამის განმავლობაში, რაც საშუალოდ 10-12 მპა-ტ მეტია მოცემული კლასის სიმტკიცის მქონე სწრაფად გამაგრებადი ცემენტის სტანდარტით დადგენილ საჭირო მინიმუმზე).
  • მაღალი საბოლოო სიმტკიცე კუმშვაზე 28-ე დღეს, რაც რამდენიმე მპა-ით აღემატება 42,5 კლასის ცემენტისთვის დადგენილ სტანდარტებს
  • ბეტონის ხსნარის ნარევით მუშაობისას მოხერხებულობა მაღალი შეჭიდებადობის და ერთგვაროვნების ხარჯზე
  • გაუმჯობესებული მოსახერხებელი დადებადობა და დროში თვისებების შენარჩუნება
  • ყალიბის მთელ მოცულობაზე, ბეტონის ნარევის ადვილად განაწილებადობა
  • მოსაბათქაშებელი სამუშაოებისას ზედაპირთან მაღალი მოჭიდებადობა
  • დაბალი ჰიდროტაციის ტემპერატურა, მაღალი საბოლოო სიმტკიცის შენარჩუნებით
  • ეკოლოგიურად სუფთა ცემენტი

 

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ცემენტის ქიმიური შემადგენლობა მავნე ნივთიერებების შემცველობის თვალსაზრისით სრულად შეესაბამება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ნორმატივებს, რომლებიც მოეთხოვება მოცემული სამშენებლო მასალის არისხს.
ცემენტით მუშაობისას აუცილებელია მოვერიდოთ თვალებთან და კანთან მის კონტაქტს, არ შევისუნთქოთ მტვერი და ვისარგებლოთ შესაბამისი დამცავი ტანსაცმლით, ხელთათმანებით, თვალებისა და სახის დამცავით.