შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ დაფუძნდა 2012 წელს და გახდა ფრანგულ გიგანტ კომპანია Lafarge-ეს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში,
რომელიც არის მსოფლიო ლიდერი სამშენებლო მასალების წარმოებაში. 2015 წელს შედგა „ლაფარჟესა“ და ასევე ამ სექტორში სიდიდით მეორე, შვეიცარული კომპანია „ჰოლციმის“ გაერთიანება,
რის შედეგად შეიქმნა კომპანია LafargeHolcim, რომელიც წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ამჟამად არის მსოფლიოს უპირობო ლიდერი, ცემენტის, ბეტონის და ინერტული მასალების ბიზნესში.
2015 წელს ქ. ფოთში, კომპანიამ დაიწყო Lafarge და GCC-ის ერთობლივი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2017 წლის ბოლოს წარმატებით განხორციელდა. საწარმოო ხაზი შექმნილია ევროპული სტანდატების დაცვით, სრულად ავტომატიზირებულია და უზრუნველყოფილია ხარისხის კონტროლის ყველა საშუალებებით. მაღალ ხარისხშია აყვანილი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლის მონიტორინიგი ხორციელდება ლაფარჟჰოლციმის სტანდარტებით. ჩვენი კომპანიის მმართველი ჯგუფი დაკომპლექტებულია სიახლეებისა და LafargeHolcim-ის ინოვაციების დანერგვის მოსურნე პროფესიონალებით. კომპანიის მიზანია საქართველოში აამაღლოს სამშენებლო მასალების გამოყენების კულტურა და დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებლის ინტერესი. ასევე, შექმნას სპეციფიკური პროდუქცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ნებისმიერი ტიპის მოთხოვაზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება გარდაუვალი პროცესია. ვხედავთ ქვეყნის წინ მდგომ გამოწვევებს და ყოველი ახალი სამშენებლო, ინფრასტრუქტურული ან ენერგო პროექტი, არის უნიკალური საშუალება დავაჩქაროთ ქვეყნის წინ სვლა.
ჩვენ გვსურს ჩვენი წილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობაში.
.
ჩვენი ხედვა დაფუძნებულია:
ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორი “ლაფარჟჰოლსიმის” ფასეულობებს ,რომელიც ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით-ნულოვანი ზიანი მომხმარებელს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია: ჯანმრთელობა, უსაფრთხოება თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის და პარტნიორებისთვის, ისეთი გარემოს შექმნა,რომელიც დაფუძნებული იქნება უსაფრთხოების კულტურაზე და შედეგად თავიდან ავიცილებთ ნებისმიერ არასასიამოვნო ინციდენტს.
კომპანია აქტიურად უძღვება გლობალურ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მართვის სისტემას, რომლის მიზანია მუდმივად გააუმჯობესოს პროდუქტიულობა და თავიდან აიცილოს რისკები. პროგრამის მიზანია, დაამკვიდროს ოპერაციული დისციპლინა უსაფრთხო მუშაობის პრინციპებზე დაყრდნობით.
სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები არის ის ქვაკუთხედი, რაზეც ,,ლაფარჟჰოლსიმის’’ ინოვაციურობა არის დაფუძნებული. ინდუსტრიის მასშტაბით ყველაზე დიდი კვლევითი ცენტრი და რეგიონალური ლაბორატორიების ქსელი საკვანძო რეგიონებში ხელს უწყობს კომპანიის კვლევით საქმიანობას. ყველაზე თანამედროვე კვლევითი რესურსების წყალობით ,,ლაფარჟჰოლციმ”-მა შექმნა ინოვაციური ბეტონების და სერვისების ასორტიმენტი. მათი მიზანია მხარი დაუჭირონ მშენებლებს CO2 შემცირებაში, უფრო ენერგოეფექტური კონსტრუქციების მშენებლობაში, ხარჯების და სამშენებლო დროის შემცირებასა და შრომის ნაყოფიერების გაზრდაში.
“ლაფარჟ ჰოლციმი“ შეიქმნა 2015 წელს სამშენებლო სექტორის ორი უპირობო ლიდერის ფრანგული “ლაფარჟი”-ს და შვეიცარული “ჰოლციმი”-ს შერწყმის შედეგად. ლაფარჯჰოლციმი არის ლიდერი სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში და ინოვატორი, რომელიც ემსახურება მუშას, მშენებელს, არქიტექტორს და ინჟინერს მთელს მსოფლიოში. კომპანია წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში, რომელიც ხელს უწყობს სრული სპექტრის მშენებლობას, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩათვლით. კომპანიაში დასაქმებულია 115,000 თანამშრომელი და ფლობს 2500-ზე მეტ ქარხანას მთელს მსოფლიოში, მათ შორის 1600 ბეტონის, 200-ზე მეტი სრული ციკლის ცემენტის ქარხანას.
2014 წელს დაიწყო ქარხნის მშენებლობა , მშენებლობის პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართული მხარე ასევე ფრანგი და შვეიცარიელი სპეციალისტები. პარალელურად ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გადიოდნენ სტაჟირებას და ტრეინინგებს ლაფარჟჰოლციმის მოქმედ წარმოებებში ევროპასა და აზიის ქვეყნებში. მშენებლობის პროცესი წარმატებით დასრულდა 2016 წელს და დაიწყო ექსპლოატაციაში გაშვების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა 2017 წელს.