ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს, მშენებლობის პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართული მხარე ასევე ფრანგი და შვეიცარიელი სპეციალისტები. პარალელურად ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გადიოდნენ სტაჟირებას და ტრეინინგებს ლაფარჟჰოლციმის მოქმედ წარმოებებში ევროპასა და აზიის ქვეყნებში. მშენებლობის პროცესი წარმატებით დასრულდა 2016 წელს და დაიწყო ექსპლოატაციაში გაშვების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა 2017 წლის ბოლოს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავნერგეთ ხარისხის კონტროლის პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ სტანდარტებზე და ლაფარჟჰოლციმის მრავალწლიან გამოცდილებაზე.

ქარხანაში დაყენებულია თანამედროვე ლაბორატორიის დანადგარები, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმოების ყველა ეტაპზე განვახორციელოდ ხარისხის მონიტორინგი. განსაკუთრებული პროექტების, სპეციალური მოთხოვნების შემთხვევაში ჩვენს მხარდაჭერას უზრუნველყოფს ლაფარჟჰოლციმის ლაბორატორიების ქსელი.

საწარმო პროცესის სრული ავტომატიზაცია თანამედროვე დანადგარებით და მკაცრი ხარისხის კონტროლის სისტემა, საშუალებას გვაძლევს, რომ ვაწარმოოთ პროდუქციის ფართო სპექტრი და შევთავაზოთ მომხმარებელს უმაღლესი და სტაბილური ხარისხის პროდუქცია. ქარხნის ძირითადი მაჩვენებლები

.

ქარხნის ძირითადი მაჩვენებლები

  • წლიური წარმადობა 300,000 ტონა;
  • ხაზის ტიპი, დახურული წარმოების ციკლი;
  • ნედლეული მასალის საწყობი 40,000 ტონა;
  • მზა პროდუქტის სილოსები 3 ცალი 1700 ტონიანი 2 ცალი 800 ტონიანი;
  • სამტვრევის წარმადობა 15 ტონა საათში;
  • საშრობი 50 ტონა საათში;
  • შესაფუთი სექციის წარმადობა 1600 ტომარა საათში;
  • ფილტრების რაოდენობა 11

მისამართი:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 45

ელ-ფოსტა:

ცემენტის დივიზიონი:
info@gcco.ge
ბეტონის დივიზიონი: info@gbco.ge