ქალაქ ლიონიდან, LafargeHolcim-ის ტექნიკური ცენტრიდან გვეწვია ჯგუფი, ჩვენთან ბეტონის ქარხანაში ისინი გაეცნენ მიმდინარე პროცესებს, ბეტონის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, რათა ჩვენი მეთოდები კიდევ უფრო ახლოს იყოს ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს სხვადასხვა ტესტები იმ მასალებზე რითაც ვამზადებთ ბეტონს და შევიმუშავეთ ევროპული სტანდარტების ხარისხის კონტროლის სტრატეგია.