გაცნობებთ, რომ ქარხანაში წარმატებით დასრულდა საწარმოო ხაზის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: მტვრის ფილტრაციის სისტემის განახლება, სასაწყობე შენობის გადიდება, კონვეერების სისტემის შეკეთება, H&S ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების სისტემის განახლება, ლაბორატორიული დანადგარების და სასწორების კალიბრაცია. ასევე მოხდა საწარმოო სისტემის სრული დასუფთავება. აღნიშნული სამუშაოები კეთდება ყოველი წლის დასაწყისში, იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის შენარჩუნებული იყოს მაღალი ხარისხის სერვისი, როგორც მოცულობის ასევე პროდუქტის კუთხით.