ბეტონს გააჩნია ხანგრძლივი, 2,000 წელზე მეტი ხნის ისტორია. თუმცა, როგორი იქნება მომავლის ბეტონი და როგორ შეცვლის იგი ჩვენი მშენებლობის მეთოდებს? კითხვაზე გვიპასუხებს LafargeHolcim-ის კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ედელიო ბერმეხო.
პასუხი:ცემენტმა და ბეტონმა მცირედი ცვლილება განიცადეს ასწლეულების განმავლობაში. თუმცაღა, მოცემული დროისათვის ჩვენ ვიმყოფებით სამშენებლო მასალების ახალი თაობის შემუშავების ზღურბლზე. არსებობს მომავლის სამშენებლო მასალების ორი ძირითადი მამოძრავებელი ძალა: მდგრადობა და დიფერენცირება. ნახშირბადის დაბალი შემცველობის მასალები პირველ ადგილს იკავებენ ინოვაციური დღის წესრიგში, და ჩვენი დაპატენტებული გამოგონებების 40% ეხება გადაწყვეტილებებს ნახშირბადის დაბალი შემცველობის შესახებ. დამატებით, 2019 წლის პირველ ნახევარში ჩვენს მიერ მსოფლიო მასშტაბით ჩაშვებული იქნა 99 ახალი პროდუქტი, რაც აღემატება 2018 წლის განმავლობაში ჩაშვებული პროდუქტის რაოდენობას, რაც ჩვენს წინაშე აყენებს მომავალი წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 300 ახალი პროდუქტის შემუშავების ამოცანას. აღნიშნული ადასტურებს, რომ ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად ჩვენ შევძლებთ ახალი პროდუქტების შექმნასა და დიფერენცირებას. ჩვენს ეკოსისტემაში პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობით, ჩვენი მუშაობის მიზანია შევცვალოთ ხალხის მიერ გამოყენებული მშენებლობის მეთოდები და ის, რასაც ისინი აშენებენ.
პასუხი: დიფერენცირების მიზნებისათვის, ჩვენი ყურადღება მიმართულია პროდუქციიდან მატერიალური სარგებლის მიღებისკენ, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ცემენტთან დაკავშირებით, აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა მხოლოდ მდგრადობაზე, თუმცა ჩვენს გვსურს უფრო წინ წავიდეთ. მაგალითად, ჩვენს მიერ ცოტა ხნის წინ ჩაშვებული იქნა ხსნარი, რომელიც საჭიროებს ნაკლებ წყალს, რაც მათ ერთდროულად ანიჭებს მეტ მდგრადობასა და ეკონომიურობას. ჩვენ მივისწრაფვით იმ პრიორიტეტებისკენ, რომლებიც აამაღლებენ მწარმოებლურობას და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება თანხების დაზოგვა მშენებლობის დროს; აგრეთვე ჩვენი მიზანია შენობაში მაცხოვრებელთა პრიორიტეტები, მივანიჭებთ რა მათ მეტ უსაფრთხოებასა და კომფორტს მათივე სახლებში.
პასუხი:ჩვენ ვსაჭიროებთ CO2 გამონაბოლქვის მკვეთრად შემცირებას. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ განვახორციელებთ ოთხ მარტივ ქმედებას. პირველი, კლინკერი ნაკლები CO2 გამონაბოლქვით – ცემენტის ნედლეული. მეორე, ცემენტის წარმოებისთვის ნაკლები კლინკერის გამოყენება. მესამე, ბეტონის წარმოებისთვის ნაკლები ცემენტის გამოყენება. და ბოლოს, შენობაში ნაკლები ბეტონის გამოყენება.
პასუხი: პირველ საკითხს შევასრულებთ ნახშირბადის შემცირების მეშვეობით. ტექნოლოგია სიცოცხლისუნარიანია და კანადაში, რიჩმონდში მდებარე ცემენტის ქარხანაში ჩვენ დავაყენეთ პირველი სრულ ციკლიანი საპილოტო ძრავი ნახშირბადის შემცირების მიზნით.
შემდეგი საკითხია ცემენტში კლინკერის შემცირება. დღესდღეობით, ცემენტში კლინკერის შემცირების მიზნით ჩვენ ვიყენებთ განატაცი ნაცრის მსგავს მასალას და წიდას. აღნიშნული არ წარმოადგენს სამუდამო გადაწყვეტილებას, და მოცემული დროისათვის ჩვენ ვმუშაობთ გამომწვარი თიხის გამოყენებაზე პრეკურსორი მასალის სახით. კლინკერით წარმოებასთან შედარებით აღნიშნული საჭიროებს გაცილებით დაბალ ტემპერატურას. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც სამანქანო სწავლება, ჩვენ შეგვიძლია ცემენტის სიმძლავრე განვსაზღვროთ წინასწარ, წარმოების პერიოდის მიმდინარეობისას და ჩვენთვის საჭირო კლინკერის რაოდენობის ოპტიმიზაციით მივაღწიოთ შესანიშნავ ბალანსს. მაღალეფექტურ მასალებზე და ჩვენი ცემენტის დანიშნულებისამებრ გამოყენების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტაცია გულისხმობს იმას, რომ ბეტონის საბოლოო ხსნარისთვის საჭიროა ნაკლები ცემენტი.
.
პასუხი: ნაკლები რაოდენობის ბეტონის გამოყენება შესაძლოა არალოგიკურად ჟღერდეს ბეტონის გამყიდველი კომპანიისთვის. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მოთხოვნის დაკმაყოფილება და ზრდა ურბანიზაციის ზრდის ტემპის შესაბამისად, თუ მივიღებთ მხოლოდ მასალის მუდმივად ზრდადი რაოდენობით წარმოებაზე უფრო გონივრულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად დაპროექტების შემთხვევაში, ბეტონის ახალმა ფორმებმა და ტექნოლოგიებმა, როგორიცაა 3D-ბეჭდვა, შესაძლოა საჭირო მასალის რაოდენობა შეამციროს ნახევრამდე. მეტად ეფექტურ მასალებზე ორიენტირებით შესაძლებელი იქნება ნაკლები მასალის გამოყენება და დასახული მიზნების მიღწევა.
ესაუბრა: ნათან ვილმოტი
50% – ჩვენი R&D-ის ძალისხმევის 50%-ზე მეტი მოდის ნახშირბადის რაოდენობის შემცირებაზე
300 – მსოფლიო ქსელი, რომელიც მოიცავს 300 მკვლევარზე მეტს
40% – ჩვენი პატენტების პორტფოლიოს 40%-ზე მეტი მოიცავს ნახშირბადის რაოდენობის შემცირებას
.