2019 წლის 1 თებერვალს ლაფარჟჰოლციმმა კოლორადოში შეიძინა სამშენებლო მასალების წამყვანი მიმწოდებელი კომპანიის“Transit Mix Concrete” შვილობილი კომპანია “Continental Materials Corporation”, აღნიშნული გარიგება გააუმჯობესებს ლაფარჟჰოლციმის პოზიციას აშშ-ს სამშენებლო მასალების დინამიურად მზარდ ბაზარზე. გარიგების მიხედვით, ლაფარჟჰოლციმის მფლობელობაში გადადის შვიდი ბეტონის ქარხანა და ქვიშის კარიერი. Transit Mix-ში დასაქმებულია 180-ზე მეტი თანამშრომელი.
2019 წლის იანვარში, ლაფარჟჰოლციმმა შეიძინა ჩრდილოეთ გერმანიაში Alfons Greten Betonwerk-სგან პრეკასტების და ბეტონის წარმოების ბიზნესები. „Greten“-ი მართავს ერთი პრეკასტ ბეტონის ქარხანას და ერთ ბეტონის ქარხანას. ეს შენაძენი შეავსებს არსებული LafargeHolcim- ის პორტფელიეს და გააძლიერებს რეგიონში სერვისებს და პროდუქტების სეგმენტს. Greten-ში 100-მდე ადამიანი მუშაობს.
აღმასრულებელი დირექტორი Jan Janish აღნიშნავს : “ჩვენი სტრატეგიის მიხედვით 2022“ -“მშენებლობა ზრდისთვის”, ეს შერწყმა ხელს შეუწყობს LafargeHolcim- ის არსებულ ოპერაციებს, ამ და შემდგომი შენაძენით, ჩვენ წვლილი შეგვაქვს ბეტონის და ინერტული მასალების დაჩქარებულ ზრდაში. სიხარულით მივესალმები ლაფარჟჰოლციმის ყველა ახალ თანამშრომლს.