ქვეყანაში 2019 წლისთვის დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცემენტის მწარმოებლების როლი მნიშვნელოვანია. დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვს მაღალი ხარისხის ცემენტის პროდუქციას, რომელსაც Lafarge/GCC სრულიად უზრუნველყობს.
2018 წლის მონაცემებით კომპანიამ საქართველოს ცემენტის ბაზარზე გაყიდვების მასშტაბით რიგით მეორე მსხვილი მოთამაშის პოზიცია დაიკავა. 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს მოცულობების ზრდას, ასევე სერვისის გაუმჯობესებას, რათა უფრო მეტად უზრუნველყოს მოსალოდნელი მსხვილი პროექტების პრემიუმ კლასის მომსახურება.