ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ცემენტის მოხმარებით, აღნიშნულ სამუშაოს კომპანია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი“ ასრულებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2018-2020 წლებია.

პროექტი მოიხმარს მინიმუმ 80,000 ტონა ცემენტს და უნდა დასრულდეს 2020 წლამდე.