2019 წლის 17 ივნისს განხორციელდა ჰოლციმ აზერბაიჯანის და ლაფარჯჰოლციმის ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტი, ვიზიტის მიზანი გახლდათ ქ. ფოთში, ცემენტის ქარხანაში ექსპლუატაციის დროს სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება და ქარხნის დანადგარების ტექნიკური დათვალიერება.
აღსანიშნავია რომ გაყიდვების გაზდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებლად მოითხოვს ტექნიკური მომსახურების დეტალურ დაგეგმარებას.
ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს ცემენტის დივიზიონის სამუშაო პროცესი, ასევე აღნიშნეს, რომ ქარხნის ტექნიკური დათვალიერების შედეგად წარმოება შეუფერხებლად უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ცემენტის წარმოებას ქარხნის არსებული მაქსიმალური წარმადობის მიხედვით.