სტრატეგია 2022 – “მშენებლობა ზრდისთვის”

ლაფარჟჰოლციმის ახალი სტრატეგია 2022 – „შენებლობა ზრდისთვის“ მიზნად ისახავს მოგების სტიმულირებას და ბიზნესის გამარტივებას დაინტერესებული მხარეებისთვის მდგრადი ანაზღაურებისა და მიმზიდველი ღირებულების უზრუნველყოფის მიზნით.

სტრატეგია 2022 – “მშენებლობა ზრდისთვის”

ლაფარჟ ჰოლციმის ბაზრის ტენდენციების სრულად გათვალისწინებით შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც ემსახურება ლაფარგჰოლციმის, როგორც კომპანიის უნიკალურ სიძლიერეს, მიზნად ისახავს მომგებიანობის ზრდას და ბიზნესის გამარტივებას, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდონ სტაბილური ანაზღაურება და მისაღები ღირებულება.

ზრდა

სამშენებლო მასალების ბაზარი წარმოადგენს 2500 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების გლობალურ ბაზარს, რომელიც სავარაუდოდ გაიზრდება 2 – დან 3 პროცენტამდე წელიწადში, მშპ – სთან შედარებით უფრო სწრაფად. ღირებულების ზრდის გზით, ჯგუფი მიზნად ისახავს, კაპიტალიზაცია მოახდინოს აღნიშნულ ზრდაზე და უზრუნველყოს ოპერირება, რომელიც აღემატება ბაზრის მოთხოვნებს. ლაფარჟჰოლციმი გამოიყენებს ძლიერ აქტივთა ბაზას ინვესტიციებისთვის ისეთ ბაზრებზე, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს და გაცილებით მეტი არჩევანია სხვა ბაზრებთან შედარებით. ჯგუფი გამოიყენებს უფრო აგრესიულ სტრატეგიას აგრეგატებისა და მზა ბეტონისთვის, ცემენტის უკვე არსებულ მძლავრ ბიზნესთან ერთად. ჯგუფი შექმნის მეოთხე ბიზნეს სეგმენტს, Solutions & Products- ს, რომელიც ისარგებლებს იმ პროდუქტებით და პროგრამებით, რომლებიც უფრო ახლოს არიან მომხმარებლებთან. ეს სეგმენტი, რომელშიც ამჟამად შედის მზა ბეტონის პროდუქტები, ასფალტი, კირხსნარი, კონტრაქტების გაფორმებას და მომსახურებას, უკვე აღწევს 2.1 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის წლიურ წმინდა გაყიდვებს. ქვეყანაზე დაფუძნებული, სწრაფი განვითარების მოქნილი სტრატეგიები მიზნად ისახავს მნიშვნელობის გაღრმავებას, რაც მას დაეხმარება მასშტაბისა და საზღვრების დაბალანსებაში.

გამარტივება და შესრულება

ეფექტურობის ფაქტორის გამარტივება და შესრულება შექმნის ღირებულების დისციპლინირებულ ოპერაციულ მოდელს და კორპორატიულ – მსუბუქ სტრუქტურას. უფრო მეტი ყურადღება ექცევა ქვეყნებს სადაც მძლავრი ადგილობრივი ბაზრებია და სრულად არის გათვალისწინებული მოგება და ზარალი. 35 უმსხვილესი ბაზარი პირდაპირ ანგარიშვალდებულია ჯგუფის მენეჯმენტის წინაშე, ხოლო ადგილობრივი მოგებისა და ზარალის ლიდერებს დაექვემდებარება ოთხივე ბიზნეს სეგმენტი. კორპორაციის ბიზნესის ფუნქციების შესრულება და ღირებულება და ზრდა და ინოვაცია გაერთიანდა, ხოლო ჯგუფის მენეჯმენტი ცხრა წევრით შემცირდა. გამარტივება საშუალებას მისცემს ლაფარჟჰოლციმს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს მისი ხარჯების ეფექტურობა. შეიქმნება ძლიერი შესრულების კულტურა გამარტივებული KPI- ებით და ახალი სტიმულირებით, რომლებიც ჯგუფის მიზნებს სრულად შეესაბამება. მოგებისა და ზარალის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ხორციელდება ქვეყნებისა და ოთხივე ბიზნეს სეგმენტისთვის. აგრეგატებისა და მზა ბეტონის შემთხვევაში, ჯგუფი აპირებს, აღმოფხვრას შესრულების ხარვეზი საუკეთესო დონის შესრულებით.

ფინანსური სიძლიერე

ფინანსური სიძლიერე უზრუნველყოფს მოწესრიგებული ღირებულების შექმნას ინვესტიციის ხარისხის საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნების გზით. ზრდა დაფინანსდება არჩეული აქტივების გადაფარვის გზით, 2019 წლის განმავლობაში, მინიმუმ 2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულებით. Capex– ის ინვესტიცია არ აღემატება 2 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს ყოველწლიურად, ხოლო ზედმეტი თავისუფალი ფულადი სახსრების მიმოქცევა გამოყენებული იქნება მიმზიდველი დივიდენდის გადახდისთვის.

ხედვა და ხალხი

ღირებულების ,,ხედვა და ხალხი“ ფაქტორი კიდევ უფრო ავითარებს ნდობისა და ერთიანობის ღირებულებებს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მდგრადი სამშენებლო გადაწყვეტილებებისა და ინოვაციების წინა პლანზე ყოფნის სურვილს. გვინდა, განვამტკიცოთ სამეწარმეო ლიდერის პოზიცია და ფოკუსირება მოვახდინოთ ლაფარჟჰოლციმის გრძელვადიან წარმატებებზე.