ლაფარჟეს მიერ წარმოებული პანელებით “NIKE”-ს სათაო ოფისი შენდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში “Nike”-ს სათაო ოფისის მშენებლობისთვის “Lafarge”-ს მიერ წარმოებული პანელები იგზავნება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად განხორციელებული წარმატებული პროექტებით.

პარტნიორების ვიზიტი

2018 წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა ლაფარჟჰოლციმის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა კომპანიის მომავალი წლის სტრატეგია და განსახორციელებელი აქტივობები, რაც მოიცავს გაყიდვების გაზრდას, წარმოების და ლოჯისტიკის ოპტიმიზაციას, ასევე ანალიზი გაუკეთდა სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ქ. ბათუმში, 5* სასტუმროს მშენებლობა ლაფარჟეს ცემენტით მიმდინარეობს

“ალიანს ჯგუფის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის, ქ. ბათუმში, 5* სასტუმრო “მარიოტი”-ს მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. აღნიშნული პროექტი მარაგდება შპს “საქართველოს ცემენტის კომპანიის” პროდუქციით კერძოდ ცემენტით. სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

ფრანგი პარტნიორების ვიზიტი

ქალაქ ლიონიდან, LafargeHolcim-ის ტექნიკური ცენტრიდან გვეწვია ჯგუფი, ჩვენთან ბეტონის ქარხანაში ისინი გაეცნენ მიმდინარე პროცესებს, ბეტონის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, რათა ჩვენი მეთოდები კიდევ უფრო ახლოს იყოს ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს სხვადასხვა ტესტები იმ მასალებზე რითაც ვამზადებთ ბეტონს და შევიმუშავეთ ევროპული სტანდარტების ხარისხის კონტროლის სტრატეგია.

„MUCEM“ მუზეუმში დაჯილდოვების ცერემონია

2017 წლის 28 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. მარსელში, „MuCEM“ მუზეუმში გაიმართა დამწყები არქიტექტორების დაჯილდოვება, აღნიშნული ღონისძიაბა იმართება 3 წელიწადში ერთხელ. დაჯილდოვების ცერემონიას, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ფრანგული კომპანია LAFARGE-ბეტონი, ესწრებოდა LafargeGeorgia-ს ხელმძღვანელობაც.

ტრეინინგი ქალაქ ბაქოში

შპს „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ ცემენტის ქარხნის თანამშრომლებმა, კერძოდ: ინჟინერმა, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და მექანიკოსმა, ქ. ბაქოში, პარტნიორი კომპანიის LafargeHolcim-ის ცემენტის ქარხანაში გაიარეს ტრეინინგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ISO სერთიფიცირება

დაიწყო ISO სერთიფიცირების პროცესი. ჩამოსული იყო ISO სერთიფიცირების აუდიტის ჯგუფი, რომელთანაც მოხდა პირველადი შეხვედრა და ჩაუტარდათ ჩვენი ქარხნის და წარმოების პროცესის გაცნობითი ტური.

წლიური აუდიტი

2018 წლის 3-6 სექტემბერს ქ. ფოთში, შპს „საქართველოს ცემენტის კომპანიის’’ ცემენტის ქარხანამ უმასპინძლა პარტნიორი კომპანიის ‘’LafargeHolcim’’-ის წარმომადგენლებს, კერძოდ: აუდიტორული ჯგუფის ხელმძღვანელებს. ცემენტის ქარხანაში აუდიტორული შემოწმება განხორციელდა თითოეული დანადგარების მუშაობაზე, ასევე ლაბორატორიული დანადგარებისა და მასალების შემოწმებაზე, ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის წარმომადგენლებისთვის ასევე თანამშრომლების უსაფრთხო

წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია

ქარხნის წარმოების პროცესის ოპტიმიზაციისთვის, ორგანიზება ჩაუტარდა პარტნიორი კომპანიების, ვიზიტს საწარმოში, როგორებიც არიან: კრაისო, ფოსროკი, გრეისი. აღნიშნულ კომპანიებთან ხდება მჭიდრო თანამშრომლობა აღნიშნული პროცესის გაუმჯობესებისთვის.

სასწორების სერთიფიცირების განახლება

ქ. ფოთში, ცემენტის ქარხანაში განხორციელდა სასწორების სერთიფიცირების განახლება. რაც მკვეთრად აუმჯობესებს შესაბამისი მიმართულებების სამუშაოების ოპტიმიზაციას.